Showing posts with tag: ჩეჩნეთი

ოპონენტის უცნაური დასჯა ჩეჩნეთში

ერთმა ჩეჩენმა  ქალბატონმა  „WhatsApp“-ის საშუალებით   ჩეჩნეთის პრორუსული ხელისუფლების მეთაურის, რამზან კადიროვის მწვავე კრიტიკა გაბედა. უკურეაქცია მწვავე იყო:  ქალბატონი  „პრეზიდენტთან“  მიიყვანეს,  გვერდით მისი მეუღლე მოუსვეს და  პირადად კადიროვმა ჩაატარა აღმზრდელობითი ლექცია. „ბრალმდებელი“ კი თავდახრილი უსმენდა ბელადის სიბრძნეებს.

დამსწრეებს შორის იყვნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი  და  სასულიერო პირი, რომელთაც დაგმეს „უზნეო“  ბრალდებანი.  საშინელ ფაქტს მიეძღვნა რამდენიმე სპეციალური რეპორტაჟი ჩეჩნეთის ცენტრალურ არხზე, „უსინდისო“ ქალბატონი მეზობლებსაც დააგმობინეს.

საქმე კი შეეხება ე.წ კადიროვის ფონდის საქმიანობას, სადაც ბიზნესმენებს „ნებაყოფლობით“  შეაქვთ  თანხები.

ივლისი

გროზნო სითი

გროზნო სითი მრავალსართულიანი შენობების კომპლექსს წარმოადგენს.შენობებში განთავსდება ბიზნეს-ცენტრები და სასტუმროები,ასევე გათვალისწინებულია საცხოვრებელი შენობებიც.გრეოზნო სიტი განლაგებულია ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შუაგულში

ვრცლად →
ზედა პანელზე გადასვლა