22 დეკემბერი

24 წლის წინ საქართველო შეიცვალა. ქვეყანაში ხანგრძლივი კრიზისის პერიოდი დაიწყო, რომლის მაშტაბები ყველაზე კოშმარულ წარმოსახვის ჰორიზონტსაც გაცდა.

სასტიკი ოთხმოცდაათიანი წლები ახალი თაობისთვის უკვე ისტორიაა, მაგრამ ვინც ეს პერიოდი უშუალოდ გადავიტანეთ, დღემდე ვგრძნობთ იარაღის ჟღარუნის რეციდივებს: დავკარგეთ დალაგებული ქვეყნის შექმნის იმედი, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი, მოიშალა ეკონომიკა, ქვეყანამ გამოიარა ბანდოკრატია, კლეპტოკრატია, მაფიოზური ჯგუფების თარეში.

რა მოვიგეთ? არაფერი…… ალბათ მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ ეს არ უნდა განმეორდეს.

დრო გავიდა…. 22 დეკემბერი მწარე მოგონებაა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თუ ვიზალიბერაციის პროცესით დასასრულს მიუახლოვდა მთელი ეპოქა. ჩნდება იმედი, არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ მოახერხა აზრის გამოხატვა. მომავლის შენება კვლავინდებურად ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა უნდა გვახსოვდეს ეს ერთხელ მოხდა!!!, იყო პრეცედენტი, ნაყოფის გემოც ვიცით. ამდენად კატაკლიზმების მსურველთა ადგილი პოლიტიკურ ოლიმპზე არაა. ვფიქრობ აუცილებელია წარსულის ობიექტური შეფასება. სამხედრო პუტჩში დამნაშავეებს კი გამართლება არ აქვთ

გამოყენებულია “ჯეოსელისა” და “ეროვნული ბიბლიოთეკის” პროექტ “ციფრულ მატიანეში” განთავსებული სურათები.

დეკემბრის პერიოდის განწყობას კარგად გადმოსცემს

დეკემბრის აქციები ტელევიზიის წინ

ეს კი შედეგი: (სურათები ჩემი საოჯახო ალბომიდანაა. პროექტი “ციფრულ მატიანე” )

lasha_mebonia-032

მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ავტოტრანსპორტი ომის ეპიცენტრში მოხვდა. მოსახლეობამ დიდი ზარალი ნახა.

 

lasha_mebonia-031

 

ომს შენობებიც ვერ გადაურჩა. რუსტაველის გამზირი სერიოზულად დაზარალდა.

lasha_mebonia-030

დაინგრა რამდენიმე შენობა, რომელთა აღდგენას წლები დასჭირდა

lasha_mebonia-028

 

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიამ ომის შედეგები მწარედ იგრძნო

 

ილიას და აკაკის ძეგლი

 გადარჩა ილიას და აკაკის ძეგლი.ეს მაშინ სასწაულად ჩაითვალა. არადა სასწაული სრული ნგრევა უფრო იყო…სიბრიყვის სასწაული

 

დანგრეული რუსთაველი

მოსახლეობა ცეცხლის შეწყვეტისთანავე გავიდა რუსთაველზე. იყო სანახაობა? ნაწილობრივ კი, მაგრამ შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

 

"დემოკრატიის დასაცავად"

“დემოკრატიის დასაცავად” სამხედრო ტექნიკა ომის დასრულების შემდეგაც რუსთაველს “ამშვენებდა”/

 

დანგრეული კავშირგაბმულობის კულტურის სახლი

დანგრეული კავშირგაბმულობის კულტურის სახლი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა

 

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირი 1992 წლის იანვარში

 

პარლამენტის შენობა ომის შემდეგ

პარლამენტის შენობა ომის შემდეგ

 

პარლამენტის შენობა ომის შემდეგ

პარლამენტის შენობას დიდი ხანი ემჩნია “დემოკრატიული” იარაღის კვალი

 

ომის შედეგები

სამხედრო გადატრიალების შედეგად  დაზიანდა თითქმის ყველა შენობა 

 

პარლამენტის შენობა სამხედრო შეტაკების ეპიცენტრში

პოლიციელები მდუმარედ ადევნებდნენ თვალს სამხედრო პუტჩს.  ისინი არ ჩარეულან, თუმცა მალე მთლიანად შეიზღუყდა მათი შესაძლებლობანი.

 

lasha_mebonia-013

 

კომენტარის გარეშე

რუსთაველის გამზირზე

“კიტოვანის გამოფენა” მოქმედებაში

 

რუსტაველის გამზირზე

შოკი უდიდესი იყო, მაგრამ ემოციური აღქმა ნაკლები.  მოულოდნელი სავი ჭირი დაატყდა ქალაქს

 

სასტუმრო "თბილისი"

სასტუმრო “თბილისი” განსაკუთრებულად დაზარალდა

 

ნანგრევები

შორიდან თბილისის ანძა მოჩანს.

 

რუსთაველის გამზირის გაწმენდა

რუსთაველის გამზირის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. დამწვარი სამხედრო ტექნიკა რუსთაველის გამზირს აკლდა.

 

 სამხედრო გადატრიალების დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოჯახებმა დიდი ზარალი ნახეს

სამხედრო გადატრიალების დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოჯახებმა დიდი ზარალი ნახეს

lasha_mebonia-001

 

პირველი სკოლა მთლიანად დაიწვა

ეპილოგის ნაცვლად ერთი ძველი “მხატვრულად გაფორმებული, მაგრამ გულახდილი პოსტი. 2007 წელს რომელიღაც თემაში დავპოსტე. გადავხედე, ოდნავ შევარემონტე.

20 დეკემბერი 1990წ.
მიტინგზე მივედი, მაინტერესებს რას იტყვიან…..
რესპუბლიკის მოედანზე დიდი რაოდენობით ხალხი მოგროვილა, პარლამენტის წინ კი მომიტინგეები საგრძნობლად შემცირდნენ, მაგრამ მაინც აღემატება გაერთიანებულ ოპოკრებას….

ყველას დაძაბული სახე აქვს ….
მეგობრებთან ერთად ჩვენთვის ვიცინივართ, ვითომ “გვკიდია”, თუმცა ყველანი ვატყობთ გარშემო დენთის სუნი ტრიალებს.
-აუ წავიდეთ რა აქიდან, ჯოკერი ვითამაშოთ…
-კარგი რა შჩმ, არ გაინტერესებს რა იქნება….
-ამათი დ.შ ერთისაც და მეორესიც. ხვალ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი…
მიკროფონთან სათვალიანი, ინტილიგენტი ტიპი მივიდა…
-ვინაა ეს შჩ?!
-ლომოურია აკადემიკოსი , შე დებილო…
“მეგობრებო, აბა ორგანიზირებულად დავიძრათ მთავრობის სახლის მიმართულებით და ჩვენი ხმა გავაგონოთ გამსახურდიას !!!!!!!!!!
-გადაირია?!
-……..

ჰმ, აღარც მახსოვს ვინ რას მელაპარაკებოდა: ხუმრობის და ჯოკრის ხასიათზე აღარ ვიყავი, დაპირისპირება კი უკვე რეალური გახდა. ოპოზიციის აქტივისტი ნაცნობი სტუდენტები სატვირთო მანქანებში შევნიშნე, ბარიკადების წინ წაწევა სურდათ. იქითა მხრიდან ვიღაც შეუხედავი ქალები წიკვინებდნენ. მათი შემხედვარე კიდევ უფრო დავიძაბე.

იყო მომენტი, როცა თითქოს მომიტინგებმა მშვიდი საუბარი დაიწყეს,სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ სიგუამ რაღაც მიკროფონიანი, ცისფერი უშნო მანქანიდან თავისიანებს ძალების მობილიზაციისაკენ მოუწოდა. იმ ღამეს ხალხის ნაწილი იქ დარჩა, მე სახლში გვიან წამოვედი…. უკვე ვიცოდი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ერთი მხრივ ზვიადის გარემოცვა გულზე არ მეხატებოდა, ნაწილობრივ ოპოზიციის მოთხოვნებს ვეთანხმებოდი, მაგრამ იმ დღეს ჩემში ყველაფერი შეიცვალა, ლომოურის “ინწილიგენტი” სიფათი დღემდე მახსოვს და იმ “მწერლების ” ქცევა, ვისაც მორალი არ ყოფნის საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს.

21-ში სახლში დავრჩი. დღის ინციდენტები უკვე ლოგიკურ გაგრძელებად მეჩვენა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა ტყვია არ გავარდებოდა.
სულ ტყუილად, 22ში გავარდა… ვიდეოკადრებში მეგაფონიანი მანქანაც შევნიშნე, დამწვარი, განადგურებული, როგორც ჩვენი ბავშვობა.
სპექტაკლი კი უკვე მანამდე დადგმული იყო….
ასე დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩემი ოცნებაც შინდისფერ შავთეთრ ფერიანი:(
ჩვენი ხელით, პრეზიდენტის გარშემო არსებული ბრიყვი გარემოცვის ნაწილის, ორდენოსანი ინტილიგენტების, რენეგატი სიგუასა და გარეწარი კიტოვანის მონაწილეობით.

იანვრის პირვლ დღეებში ვინმე შარაშენიძე ჰიდფჰბვვრვ კონვენციებზე მოხმობით საუბრობდა “სახალხო ამბოხების” უფლებაზე .
ვიცი, ის კაცი ცოცხალი არაა და შესაძლოა სხვა დროს კარგი საქმეებიც უკეთებია,მაგრამ მიმიფურთხებია ამ ტიპის სამართლისათვის .

გვახსოვდეს 22 დეკემბერი!!

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა