1987 წელი….გამოღვიძება

1987 წლის 28 მაისს, გერმანელმა ყმაწვილმა მატიას რუსტმა ნიძლავი მოიგო და სპორტული თვითმფრინავი ბოლშევიკებს წითელ მოედანთან დაუსკუპა. ეს იყო საბჭოთა სისტემის კატასტროფა  და იმპერიის ავადმყოფობის შესახებ კიდევ ერთი სიგნალი.

“პერესტროიკა” აღმოჩნდა ის ექსპერიმენტი, რომელმაც სისტემის ყველა ხარვეზი ან დაკონსერვებული კონფლიქტები გააცოცხლა. “სამეფო კარის თამაშები” საქართველოსაც აღწევს- ჯუმბერ პატიაშვილი თავისი წინამორბედის მთავარ მეგობარს ციხისათვის წირავს და ხაბეიშვილის დაკავების პარალელურად ქვეყანაში ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ტარდება:

ილია ჭავჭავაძის  დაბადებიდან 150 წელი პომპეზურად აღინიშნა, ეკლესიამ კი ის წმინდანად გამოაცხადა. ასევე მაშტაბურია  აკაკი შანიძის იუბილე. ეს უკანასკნელი თითქოს ხიდია “ძველ” და ახალ საქართველოებს შორის, ილიას თანამოაზრე ჩვენს გვერდით….! ე.წ ეროვნული იდეოლოგიის ავანგარდში ერთი შეხედვით “ცკ” დგება,მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში შემოდის აქამდე უცხო, უკვე  პოპულარული ტერმინი- არაფორმალები. მეტიც, ზუსტად ამ წელს დაიწყო საპროტესტო აქციების პირველი ტალღა.მათ შორის ეკოლოგიური მოტივაციით. ჯუმბერ ილიჩი კომპრომისებზე მიდის, თუმცა მარტო მას არ უკავია ქვეყნის მართვის გასაღები

ქართველი ახალგაზრდობა როკს უკვე ღიად, იატაკქვეშეთის გარეშე უკრავს


ჯაზი, პოპ და როკმუსიკა ტელევიზიით დოზირებულად,მაგრამ ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა. ახალგაზრდობა მუსიკალურ გადაცემებს ვიდეომაგნიტაფონით უსმენს.

ო, ვიდეო მაგნიტაფონი- ახალგაზრდობის “ბურჟუაზიული პროპაგანდით მოწამვლის” მთავარი წყარო. საინტერესო დეტალები: 1) ტელევიზორების უმრავლესობას არ ქონდა pal ჩვენების შესაძლებლობა. ამიტომ გვიწევდა…(ჩვენ რა, ჩვენს მშობლებს უწევდათ) სპეციალური ბლოკის ჩადგმა;2) ვიდეოკასეტის ფასი 50-80 მანეთის ფარგლებში მერყეობდა. ამიტომაც ყიდვას გაცვლას ვამჯობინებდით. დაკარგვას კი ვერავის ვაპატიებდით; 3) სტუმართმოყვარე ოჯახებში იკრიბებოდა 40-50ადამიანიც კი. მაგ: მახსოვს ჩემთან მოვიდა  ბიჭი, კასეტა მოიტანა, ვერავინ ვიცანით, კინოს ვუყურეთ, დაგვემშვიდობა და მეორე დღესაც ახალი კინოთი გვესტუმრა:დ

ეს ორი კაცი ამ ჩანაწერში უნდა იყვნენ.მათ გარეშე შეუძლებელია დროში მოგზაურობა

ეს ორი ძმაც :))

მოტოციკლეტზე რომ ზის ბევრს კითხულობს, პრესას ეცნობა, ვზგლიადი, ილუზიონი, “ამერიკის ჩახშული ხმა.

მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მეგობრების საზოგადოებაში ყოფნა გახლდათ, იმ ადამიანებში, რომელსაც  დრო „დაკარგულ თაობად“ აქცევს…ჯერ კი ყველაფერი ახლა იწყება: ბავშვური სიალალე, როკმუსიკის ფირფიტების შეგროვება, ვიდეომაგნიტაფონების ბუმი, სხვენებში სიგარეტის მოსაწევად სირბილი, პირველი სიმთვრალე,  მტკვრის სანაპირო, სადაც ხშირად „ვიმალებოდით“,  ერთი „01“, რომელშიც 5  ადამიანი ერთობ კომფორტულად ვბირჟაობდით, სკამებიანი დიდი სარდაფი მუდმივი ხმაურითა თუ ბავშვური გართობებით :)

კინაღამ დავიწყდა…….

და მთავარი, ცვლილებები ყველას უნდოდა,  ცკს წევრიც კი  ანტისამთავრობო აზრებს ყურში ჩაგჩურჩულებდა. აღდგომის ფანტომასით  განეიტრალების მცდელობაც კი წლიდან წლამდე უფრო უსუსური ჩანს ussrში. გარშემო დიდი  რევოლუციები პიკს აღწევს. საქართველოში ვულკანი იღვიძებს……..


რა გველოდება შემდგომ მოსახვევში?
გაგრძელება იქნება

ჩანაწერში გამოყენებულია ჯეოსელისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ “ციფრული ფოტომატიანის” ფოტომასალა

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა