უჯარმა

უჯარმა საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული  ისტორიული შედევრია, რომელიც შესაძლებლობას გვაცნობს გავეცნოთ ძველი ქართული საფორტიფიკაციო ნაგებობათა თავისებურებებს, ადრეული ციხე-ქალაქების პერიოდსა და მისი დაცემის მთელ დრამას.

img3410y

უჯარმა თბილისიდან საკმაოდ ახლოა. მდებარეობს გარე კახეთში(საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) . მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გორა შეირჩა მისი სტრატეგიული მდგომარეობის გამო, რადგანაც წარმოადგენდა მდინარე იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ ზოლს, ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.
ujarma

სავარაუდოდ აქაურობა ძველ პერიოდიდან იყო ათვისებული. ციხის შენება ქართული წყაროების მიხედვით ასფაგურ მეფემ დაიწყო, ხოლო  უჯარმის რეალური ისტორია მტკიცედ უკავშირდება ვახტანგ გორგასალსა და მის მემკვიდრე დაჩის (მეხუთე საუკუნე). ზუსტად ამ პერიოდში მისი მნიშვნელობა გაიზარდა. დროებით აქ განთავსდა სამეფო რეზიდენცია და  დიდმა მეფემ თავისი ცხოვრება აქ დააასრულა.

945131_10151632080291558_1694502645_n

უჯარმა  ხშირად იწოდება “ჯვარპატიოსნის ციხედ”

ujarma-fortress1

ვახტანგის პერიოდში მას არ ქონდა მარტო საფორტიფიკაციო მნიშვნელობა. ეს იყო ახალი ციხე-ქალაქი, რომელიც იმ პერიოდის  სამეფოს  ცენტრი ხდება. შემდეგში მისი მნიშვნელობა ეცემა. ის ვერ შენარჩუნდა და მალე დაკარგა თავისი ფუნქცია

ვახტან

აღნიშნულს 914 წელს არაბ აბულ კასიმის შემოსევამ ხელი შეუწყო , თუმცა შემდგომ პერიოდში გიორგი მესამემ  ციხე აღდგინა და  თავისი განძის საცავად აქცია,  აქაურობას აღარ დაბრუნებია ძველი დიდება.მონღოლების შემოსევის შემდეგ უჯარმას ნგრევის პროცესი გაძლიერდა.

482633_10151632080566558_431429841_n

გვიან შუა საუკუნეებში უჯარმას ჩოლოყაშვილები ფლობდნენ.  გარკვეული სამუშაოების მიუხედავად  მალე  საბოლოოდ გავერანდა. უჯარმა  ქართლის სამეფოს ადრე შუა საუკუნეების ცხოვრების ანარეკლია, რომელიც მოიცავს რამდენიმე პერიოდის შენობებსა და ნაგებობს :

ა) ადრეული პერიოდი;

ბ) ვახტანგის ეპოქა

გ) გვიანი შუა საუკუნეები

მისი ნანგრევები მაინც იძლევა საშუალებას გადავხედოთ ამ მნიშვნელოვან არქიტექტურულ დანატოვარს.

normal_ujarma-beridze_002 ujarma_fortress_in_georgia_20 ujarma_fortress_may_2013_04 ujarma_fortress_may_2013_11 ujarma_fortress_may_2013_31

 

მისი კონსტრუქცია ორ ნაწილად იყოფა

ა) ქვედა ციხე(ქალაქი),

ბ) შიდა ციხე

-შიდა ციხეში მდებარეობს სასახლის ნანგევები. (შენობა 2 სართულისგან შედგებოდა , სულ რამდენიმე ოთახს მოიცავდა);

–  წმინდა რაჟდენის სახელობის ეკლესია “ჯვარ-პატიოსანი”, ახალი ეკლესია, რომელიც ძველზე  დააშენეს;

– გალავანი;

-მცირე და დიდი ზომის წყალსაცავი

– კოშკები, რომელთა კონსტრუქცია შიგნით არსებულ საცხოვრებელ ოთახებზე მეტყველებს, სადაც ციხის მცველები იმყოფებოდნენ. კოშკები სხვადასხვა ზომისაა და მათი პროპორციულობა მაშინდელი პერიოდისათვის საკმაოდ მაღალი  სტანდარტებითაა გამორჩეული.

181293_10151632080281558_1472821428_n 198758_10151632080311558_66202282_n

 

სოფელი უჯარმა ძველი ციხე -ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის იქითაა განლაგებული. აქ 500-დე ადამიანი  ცხოვრობსVillage_ujarma სოფ

საინტერესოა უჯარმასთან დაკავშირებული ერთი თქმულება:

-ვიღაც რუსს უჯარმასთან დიდი განძი უპოვა. მაშინ მეფისნაცვალს აქ გამოუგზავნია რაზმ , რომელმაც აქაური ნივთები თან წაიღო. უჯარმა დღესაც გვინახავს ვახტანგ გორგასლის ანარეკლს, გიორგი მესამის სიმდიდრის ისტორიას  და ბევრ საიდუმლოს, რომელიც ასეთ ტერიტორიებს თან ახლავს

გთავაზოვთ  ვიდეოებს და სასარგებლო წყაროებს :

https://www.youtube.com/watch?v=lvfl9RImNUk

http://youtu.be/V-LWfDI7Qvo

http://saunje.ge/

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/u/ujarma.html

http://dzeglebi.com/view.php?id=59

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94

http://novators.ge/pages/dzeglebi.php?id=35#.U8KIdlPBCuE

გალერეა:

Facebook Comments
ზედა პანელზე გადასვლა