უნდა გადაშენდნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები?

რატომღაც მივეჩვიეთ პოლიტიკური პარტიები ბოლო სიტყვებით ვლანძღოთ. ყველაზე კარგ ტიპებად მაშინ გამოვჩნდეთ, როდესაც კლასიკად ქცეულ ფრაზას „ხალხისათვის არავინაა “ ვიყენებთ და პოლიტიკოსების გახსენებაზე წყევლის მეტი თავში არაფერი მოგვდის. დღემდე იდეალურ ტონად ითვლება არჩევნების პროცესის იგნორირება, შემდეგ კი გვიკვირს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა თავგასულობა, რომელსაც აქეთკენ ჩვენივე დეპრესიული განწყობილებებით ვუბიძგებთ. 1363289783_598621_452066164851121_1761489269_n_large   პოლიტიკურ პარტიათა ფორმირების ანომალიურმა მექანიზმებმა დაბადა შესაბისი საზოგადოებრივი აზრი. „106 პარტიის“ შესახებ კვაჭანტირაძისეული ექსპრომტი იქცა   პარტიების მიმართ დამოკიდებულების „გრუზინულ“ ფორმულად,რამაც ბოლომდე ძირს დასცა მათი რეალური ავტორიტეტი. პოლიტიკურ გაერთიანებათა ხსენებაზე მოსახლეობის უმრავლესობას მკვეთრად ნეგატიური რეაქცია აქვს, პარტიათა პრესტიჟი მინუსოვან ზონაშია.ეს კი  არჩევნების გზით საკუთარი მომავლის შეცვლის იმედს მინიმუმამდე ამცირებს. facs_conflict თავისი  ორიგინალი ლათინური სახელწოდებიდან გამომდინარე, პარტია წარმოადგენს ნაწილს  ანუ ისერთი შეხედვით კი არ აერთიანებს, არამედ ყოფს. მეტიც , იდეაში მისი ძირითადი ფუნქცია ხელისუფლების დაუფლებაა  და  ალბათ  ამ ფაქტორმაც  განაპირობა ამ ტიპის გაერთიანებების მიმართ   ქართული სტერეოტიპული აზროვნების დამკვიდრება,რაც სამწუხაროდ მხოლოდ ვნებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისაკენ სვლას. იო   სკეპტიციზმს აქვს  სხვა ობიექტური საფუძველიც: თუ მეოცე საუკუნის საწყის ეტაპზე მისი ფორმირების წყარო გარკვეული სოციალური მოთხოვნები და საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესები იყო, 80ნი წლები მკვეთრად განსხვავებულ სურათს იძლევა-„პარტია“ ხდება  პოლიტაჟიტირებული ინდივიდების ერთი მსახიობის თეატრი ,რომლითაც ის ცდილობს დამკვიდრდეს  კლიმატის შემქმნელ ელიტაში , ხოლო დანარჩენი მნიშვნელოვანი ატრიბუტები ( იდეოლოგიური დოქტრინა , პროგრამა და ა.შ) არის მხოლოდ ზედნაშენი, მომაბეზრებელი მოთხოვნები, რომელიც წინაღობად ხვდება ….. ამ მხრივ უნდა გადავხედოთ „ეროვნული მოძრაობის „ წიაღში წარმოშობილ ჯგუფთა სრულ ფიასკოს და  დღეს არსებულ ანომალურ სტატუს ქვოსაც .   რეალურად კი საქართველოში   „107“ მცდელობა  იყო შეექმნათ  ერთი ან რამდენიმე ადამიანის გარშემო პატარა ჯგუფი, რაც  განვითარებულ პოლიტიკურ პარტიებად ვერაფრით აღიქმება. 89   პარტია  მშვენიერი საშუალებაა გარკვეული მსოფლმხედველობის, საერთო ფასეულობათა გარშემო მოხდეს თანამოაზრეთა შემოკრება,რათა  ერთიანი ძალისხმევით იბრძოლონ საკუთარი ინტერესების ლობირებისათვის. ესაა მშვიდობიანი გზა  განსხვავებული საზოგადოებრივი განწყობილებანი აისახოს საკანონმდებლო და აღამასრულებელ დონეზე და ამ მექანიზმის  ეგოცენტრული ტიპაჟის  პოლიტიკანებისთვის სამუდამო  გადაბარება ჩვენ საერთო ინტერესებს ვნებს . untitled პარტია არაა პანაცეა ან კეთილშობილ ყმაწვილთა აღმზრდელობითი დაწესებულება. მას აქვს საკუთარი პოტენციალი, რომელიც პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში დაინგრეს 80-ნი წლების შემდეგ დამკვიდრებული არასწორი ხედვა და დაიწყოს  პარტიათა რეალური ევოლუცია  საერთო დამოკიდებულებათა ბაზაზე. სხვაგვარად მათ მაინც არ აქვთ შანსი რაიმე გავლენა მოახდინონ პროცესებზე.     პარტიათა განვითარებისათვის  ამ ეტაპზე სასურველია სახელმწიფო ნაკლებად  იზრუნოს  მათ შენახვაზე. ეს ხელს უწყობს ჯუჯა პარტიების მცდელობას მიიღონ ქოლგის ქვეშ თავისი ლუკმა, დაინიშნონ ხელფასები, ხოლო თავიანთი პარტიული სტრუქტურების განვითარებისათვის ხელიც კი არ გაანძრიონ. სახელმწიფომ სხვა პრიორიტეტი უნდა აირჩიოს: – დროა, ბიზნესმენებმა თვითონ კი არ შეეცადოს პოლიტიკაში ცხვირი ჩაყონ და საკუთარი რეპუტაცია სამუდამოდ შელახონ, არამედ აქცენტი ბუნებრივ ფავორიტებზე გაააკეთონ. პოლიტიკურ  ორგანიზაციათა დაფინანსება ქველმოქმედება არაა, ესაა სამოქალაქო ჩართულობის  ცივილური ფორმა, რომელსაც სწორი გამოყენება ესაჭიროება. აქამდე დამკვიდრებული შიში დემოკრატიის ყველაზე მძიმე მტერია. მცირე მეწარმეები, ფერმერები, მსხვილი თუ წვრილი ბიზნესი პოლიტიკოსებს შორის ღია მოკავშირეებს უნდა ეძებდნენ და პარტია მათი პრეტენზიების ან იმედების გამოხატვის ოპტიმალური მექანიზმია. ზეწოლაზე მეტად აქ თვითონ შეძლებულ ადამიანებში არარაციონალური  აზროვნება უფრო გვიქმნის პრობლემას. ურჩევნიათ ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყვნენ, რაც პრაგმატიზმი  კი არა, ბოლშევიკური მეტასტაზების დამღუპველი ზემოქმედებაა. სხვა მხარეა თვითორგანიზირებადი ჯგუფების შესაძლებლობანი. რატომღაც“საწევრო შენატანი“ საქართველოში  სოციალური გასაჭირის გამო მიღებული პრაქტიკა არაა. მემარცხენე პოლიტიკური სუბიექტებისთვის ეს ყველაზე მისაღები დაფინანსების ფორმაა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დიდი ხანი პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ. მხოლოდ ვცდილობ გავიაზროთ,რომ  ეს არაა  ჯიბეების გაყვლეფა, არამედ მეტი შესაძლებლობა პარტია „ჩვენი“ გახდეს . ცხადია პოლიტიკურ სუბიექტს ასეთ ნდობამდე მოუწევს გაიაროს დიდი გზა, მაგრამ თვითონ თანხების მოზიდვის ეს  ფორმა მათხოვრობა არ გახლავთ…….სავსებით ლეგიტიმური საშუალებაა ეცადო სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს. untitled   სააარჩევნო კორუფციამ, პოლიტიკოსთა ეგოიზმა დაღი დაასვა სტაბილური პოლიტიკური ისტიბლიშმენტის განვითარების პროცესს. 20 წლის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა გარკვეულ სოციალურ ბაზაზე, პოლიტიკურ პლატფორმაზე  ორიენტირებული პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც  ერთმანეთს ცივილურ კონკურენციას გაუწევდნენ. მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი გარკვეულ დროის მონაკვეთში, მოდის შესაბამისად  ერთიმეორეს ენაცვლება. ამიტომაც გვესაჭიროება პარტიები, რომლებიც დროს გაუძლებენ, ხოლო საუბრები თითქოს საქართველოში ასობით პარტიაა ერთობ გადაჭარბებულად მეჩვენება.ჩვენში ჯერ მეტნაკლებად სრულყოფილი პოლიტიკური გაერთიანება არ შექმნილა…..

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა