ტყვარჩელი-ქალაქი მოჩვენება

საბჭოთა კავშირის დროს ტყვარჩელი რეგიონის ერთერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რამდენიმე საბჭოთა საწარმო აქ მოპოვებულ ქვანახშირით ფუნქციონირებდა. ტყვარჩელი მოსახლეობით სოხუმის შემდეგ მეორე ქალაქი გახლდათ. ის მდებარეობს ქალაქ სოხუმიდან 80 კმის დაშორებით, მდინარე ღალიძგის ხეობაში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს .

დღეს ტყვარჩელს „მკვდარ ქალაქს „ უწოდებენ.  აქ სიჩუმე ზეობს. მოსახლეობამ ოთხჯერ იკლო . ხმაური წარსულს ჩაბარდა, ერთი ქუჩის მოსახლეობა მეორე ქუჩაზე რა ხდება , იმას იგებს და ასე გრძელდება უკვე 15 წელია!!

ტყვარჩელი საბჭოთა დროის ფენომენია, როცა ერთი წარმოების გარშემო ხდებოდა მოსახლეობის დასახლება და დასაქმება.  სსრკს რღვევის შემდეგ  ყველაფერი გაჩერდა. ბოლო ხმაური,რაც აქ იყო, ომს უკავშირდება.

ომის პერიოდში ტყვარჩელი აფხაზური მხარის ერთერთი ციტადელია. ბაღაფშმა გმირი ქალაქის სტატუსი მისცა,ხოლო აქ ფუნქციონირებს მუზეუმი სადაც“წინააღმდეგობის“ დროინდელი კუსტარული იარაღიც აქვთ შენახული.

ომის შემდეგ  გაჩერდა სამრეწველო ობიექტები და შახტები.

ადგილობრივი მოსახლე გერონტი ქარჩავა ,რომელმაც მთელი ცხოვრება აქ გაატარა, იხსენებს იმ დროს, როცა წარმოება დუღდა.  „ისეთი კვამლი ამოდიოდა, რომ თეთრი მაისური შეიძლება შავად ქცეულიყო“

მოსახლეობა 5 000 კაცს ძლივს შეადგენს .თუ ადრე თვეში 700 ახალშობილი ემატებოდა აქაურობას ,ახლა მაქსიმალური რაოდენობა 10ს შეადგენს .

ქუჩებში მოხუცებს თუ შეამჩნევთ, კორპუსები ჭადრაკის დაფას გავს , თეთრ, ფანჯრებიან აივნებს, ბნელი , დამსხვრეული, მიტოვებული სამოსახლოები ემეზობლება. ერთ სადარბაზოში 2-3 ოჯახი თუ ცხოვრობს.

ტყვარჩელელი სამანტა 24 წლისაა . ის ერთი თვით ჩამოვიდა მშობლებთან. მალე მოუწევს უკან რუსეთში დაბრუნება ,სადაც რამდენიმე წლის წინ გადასახლდა.

„აქ ჩემხელა  აღარავინ აღარ დარჩა. დავდივარ ქალაქში და სრული სიცარიელე“ ……

ადგილობრივები ამ მიგრაციის ერთადერთ მიზეზს ასახელებენ „ სამუშაო აღარაა“. მთავარი კომპანია,რაც აქ დღესაა, ესაა თურქული“თამსაში“ , რომელსაც „ტყვარჩალქვანახშირი“ უწოდეს. მათ რამდენიმე ათეული ადაგილობრივი მაცხოვრებელი დაასაქმეს. სარგებლობენ რკინიგზით ოჩამჩირის პორტისაკენ , ხოლო იქიდან კი წიაღისეული  უცხო მიმართულებით მიაქვთ ,სავარაუდოდ თურქეთისაკენ.

დასაქმებულები დაბალ ხელფასზე წუწუნებენ, რომელიც 200 დოლარს არ აღემატება…თუმცა სხვა სამუშაო მაინც არაფერი არაა,თან ქალაქის ბიუჯეტის 90 პროცენტიც ამით ივსება.

  http://goroda-prizraki.narod.ru/tkvarcheli.html

[nggallery id=9]

download mp3

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა