ტყეში ნაპოვნი ტაძარი, სადაც წმინდა ნინო მეფის სამოსშია გამოსახული

სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესიას უჩვეულო ბედი ხვდა წილად.  მისი პირველადი სახის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ვფლობთ. მკვლევართა ვარაუდით  ტაძარი მეხუთე-მეექვსე საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო აღდგენის და განახლება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით თარიღდება

68094507

შემორჩენილია ბერძნული წარწერა-სტეფანე პირველმოწამის ტროპარი. ვარაუდობენ, რომ ტაძარი ძველად სწორედ სტეფანე პირველმოწამის სახელობისა იყო.

11949428_802402076539001_6582684306337608400_n

თქმულების მიხედვით ტაძარი  ვინმე ოჩიგავამ ტყეში ყოფნის დროს აღმოაჩინა. შენობის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს და მის გარშემო სოფელი სეფიეთი განვითარდა.  ისტორია შესაძლოა გარკვეულ რეალობას ასახავდეს, რადგან დღევანდელი სეფიეთი ბერძნულ-სპარსული ომის ეპიცენტრში იმყოფებოდა. ეკლესია აბაშა-მარტვილის გზაზე, აბაშიდან 12 კმ-ის დაშორებით ციხე-გოჯის მახლობლადაა განლაგებული.

12241445_839118646200677_5000676528548894832_n

სოფლის სახელწოდება კი  თავადის ქალ სეფე ოჩიგავას  უკავშირდება,  „რომელიც მკურნალი და მენელსაცხებლე ყოფილა.

11892174_802399466539262_5457553781582141571_n

წმინდა ნინოს უჩვეულო ხატი. ის მეფის გვირგვინით და შესაბამისი სამოსითაა წარმოდგენილი.

„დაიხატა ეკლესია ესე კოპალაძემა ჭყონდიდელმა ზოსიმე. შეუნდვეს ღმერთმან ამინ. ეს ჭყონდიდელი მარტვილშიც ყოფილა დახატული მაგრამ იქ მთლიანად გაფუჭებულია მხატვრობა. სამხრეთის კედელზედ წარწერა ყოფილა. რომელიც არ იკითხება ქვემოთ კი ასე სწერია: „—-„ და ესე ჭილაძემა აბრამი. მერმე მე ჭყონდიდელმან ზოსიმე კოპალაძემან დავხატვინე ესე ამინ“
ამ წარწერის მიხედვით პირველი დამხატავი სეფიეთის ეკლესიისა ეკვტრის, ერთერთ ყოფილა აბრამ ჭილაძე წყარო 

11903782_802401169872425_475362815436901591_nყურადღებას იპყრობს ხატვის თავისებური მანერა და ხელოვნება.  დროს ვერ გადაურჩა  ბევრი მათგანი,მაგრამ რაც გადარჩა ერთობ საინტერესოა.

68094507

 

ეკლესია ბოლშევიკების სამიზნეც გახდა. მას  მწარე ვერდიქტი გამოტანილი ქონდა, მაგრამ სერგი მაკალათიამ უდიდესი ძალისხმევით გადაარჩინა ტაძარი და თავისი  ხელფასიდან მომვლელი ქალბატონიც დაიქირავა
68094522

დამატებითი ინფორმაციისათვის

ვიდეო (2 სიუჟეტი სეფიეთის შესახებ)

ინფორმაციები ნეტში:

http://samegrelo.borbonchia.ge/presadaistoria/257-.html

მონასტრის ფბ

პანორამიო

Facebook Comments
ზედა პანელზე გადასვლა