ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი

სოფელ ზუმს აქვს თავისი ფეისბუქ–გვერდი, სადაც ადგილობრივები პერიოდულად საინტერესო სურათებს დებენ. იქიდან გადმოვაკოპირეთ ნაწილი და თუ რომელიმეს ავტორი არაა მითითებული, მოგვიტევეთ, შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ.

ზუმი შედარებით ახალგაზრდა სოფელია, სადაც ძირითადად იმერეთიდან და ქვემო სამეგრელოდან გაკულაკებას გამოქცეულ მემამულეთა გვარის მემკვიდრეები სახლობენ. აქ წარმოდგენილი ძირითადი გვარებია ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები, ბერაძეები, დადიანები.

სოფელი ორი მდინარის, ხობისწყლისა და სქურჩის ვრცელ ჭალაზეა გაშლილი და  2002 წლის აღწერით აქ ცხოვრობს 1550 ადამიანი.

სოფლის სახელი ერთი ვერსიით მიწის მოზომვას უკავშირდება: მეჟავანის გავლის დროს მზომველები აქ ჩაკარგულან ისე რომ ვერ დაასრულეს მიწების გაზომვა.ზუმის სავიზიტო ბარათია ვრცელი ეზოები, ლამაზად მოწყობილი სახლები და მოვლილი მამულები.სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მაცხოვრებლები განსაკუთრებულად ზრუნავენ ვიზუალურ მომენტზე

“მამა ვასილი  ალექსის ძე ფირცხალავა დაბ. 1923 წ. 16 იანვარი, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ზუმში . დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ზუგდიდში, შემდეგ წალენჯიხის პედაგოგიურ სასწავლებელში. 1942 წ. ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ვასილის გამოსვლა სახელმწიფო გამოცდაზე ფირზე იწერებოდა. ნიჭით, ცოდნით და გარეგნობით გამორჩეულ ახალგაზრდა ვასილს ბრწყინვალე კარიერა ელოდა, მაგრამ მან ბერ-მონაზვნური ცხოვრება არჩია და 1954 წ. 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა.
კომუნისტურ ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ სასულიერო პირთა დევნა გამძვინვარდა. იმ პერიოდში, როდესაც მამა ვასილი ბეთანიის მონასტერში მივიდა, იქ ყოფნას მოხუცებსაც კი უკრძალავდნენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კი ყველას უკვირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ მამა ვასილს დაეტოვებინა მონასტერი, მაგრამ ღვთის სიყვარულით აღსავსე ბერის ნება ვერ გატეხეს. მამა ვასილი მტკიცედ ამბობდა: ”მე მონასტერს არ დავტოვებ”. როდესაც არც დევნამ და არც მუქარამ შედეგი არ გამოიღო, მამა ვასილი სასიკვდილოდ გაიმეტეს.მამა ვასილი ბეთანიელ წმინდა ბერებთან ერთად მოღვაწეობდა და ანდერძად დაუბარებია, გარდაცვალების შემდეგ, ბეთანიაში, მათ გვერდით დაეკრძალათ. მამა ვასილი 50-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა; ოჯახს იგი ზუმში წაუსვენებია და ხელისუფალთა მხრიდან დევნის შიშის გამო იგი სამოქალაქო ტანსაცმლით დაუკრძალავთ. დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ მამა ვასილს ჩხოროწყუს რაიონში; მას აქ ბევრი ნათლული დარჩა. ამჟამად მამა ვასილი სოფ. ზუმის სასაფლაოზეა დაკრძალული,  მამა ვასილი გარდაიცვალა 1960 წ. ბეთანიაში. “

მდ ხობისწყლის ხეობა

გზა

სოფელი

ზამთარი

სოფელში

 

ეკლესია

სკოლა

ქეიფი

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა