რუსებმა ასადის მოწინააღმდეგე მორიგი სამხედრო ლიდერი მოკლეს

1სირიის ოპოზიციის გავლენიანი სამხედრო ფორმირების „ჯაიშ ალ-ისლამის“ 44 წლის ლიდერი ზაჰრან ალუში რუსული საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა. სამხედრო შეტევაში გამოყენებული იქნა მინიმუმ 10 რაკეტა. ოპერაცია განხორცელდა საველე მეთაურთა შეხვედრის დროს. როგორც ჩანს, პუტინი და ასადის კოალიცია მიზანმიმართულად ანადგურებენ ავტორიტეტულ სამხედრო ფიგურებს.

ზაჰრან ალუში არ იზიარებდა ალ ქაიდას და ისლამის ე.წ რევოლუციური არმიის პოზიციებს და ანტაგონისტური იყო ასადის რეჟიმის მიმართ. ფორმირება „ჯაიშ ალ-ისლამის“ მოიცავს 30 000 ჯარისკაცს და განლაგებულია დამასკოს შემოაგრენში. მოკლული მქადაგებელი საუდის არაბეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. 2012 წელს სწორედ მისმა ფორმირებამ მოკლა სირიის თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე.

მეამბოხეებმა დაგმეს რუსული იერიში და მოუწოდეს შეიარაღებულ ძალებს მეტი კონსოლიდაციისაკენ, თუმცა სამხედრო ექსპერტთა აზრით, ალუშის დაღუპვა მნიშვნელოვნად დაასუსტებს სირიის ოპოზიციის პოზიციებს.

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა