რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამერიკული პოლიციის შესახებ

კოპები ანუ ამერიკული პოლიციელები ჰოლივუდის და სერიალების გამორჩეული პერსონაჟები არიან.

რამდენად რეალურია მათი იმიჯი მხატვრულ  წარმოსახვაში?

ამერიკელ პოლიციელების თქმით, სტერეოტიპები კონკრეტულ სიტუაციებში პრობლემებს უქმნით: ხშირად მოქალაქეები თავს ფილმში გრძნობენ, მაგრამ რეალურად ამერიკელი პოლიციელის შრომა საკმაოდ რისკიანია და ყოველგვარ  წარმოსახვასაც კი აღემატება.

აშშში  ერთიანი პოლიცია არ არსებობს, რადგან თითოეულ შტატს, ოლქს და წარმოიდგინეთ  პატარა ქალაქებს თავისი პოლიცია ყავს. ამას ემატება ფედერალური სამსახურები, რომელთა უფლებამოსილება ტერორიზმის საფრთხის გაზრდის გამო დიდდება, აგრეთვე  მსხვილ სატრანსპორტო გაერთიანებათა პოლიციური ნაწილები. მოკლედ, სისტემა აშშს ისტორიის ანარეკლია. სამაგიეროდ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება აშშს კონსტიტუციისადმი ლოილურობა და კანონსაწინააღმდეგო მუშაობის ეფექტურობა, რომელსაც 18 000-დე ფედერალური, შტატის, ადგილობრივი და საქალაქო  დეპარტამენტი ემსახურება.

კოლონიურ ეპოქაში არსებობდნენ ღამის მეთვალყურეები, რომლებიც  პოლიციის ნიშნებს არ ეგუებდნენ და მართლწესრიგის დაცვას  ერთობ თავისებურად ცდილობდნენ. სისტემამ ვერ გამართლა, რადგან პატივცემულებს დალევა და ძილი უყვარდათ. ამდენად  დადგა   ევოლუციის აუცილებლობა.

1838 წელს, ბოსტონში, მორიგე ოფიცერებიანი პირველი   განყოფილება შეიქმნა.  პოლიციელები ემსახურებოდნენ სისტემას, ქალაქის კლანებს და მმართველ ჯგუფებს. პოლიციამ დღევანდელ დღემდე დიდი გზა გაიარა და მსოფლიოში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ სამართალდამცველ სისტემად გადაიქცა, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც პოლიციელის, აგრეთვე მოქალაქის, გადამხდელის უფლებებს.

კანზასელი რეინჯერები, რომლებიც  ჩემოსახლებულ ადამიანებს ინდიელების შეტევებისგან იცავდნენ

ამერიკაში არ იცნობენ  სამართლებრივ დეფინიციას აშშს პოლიციის სახით. ე.წ ფედერალები მოიცავს  რამდენიმე პროფილის მქონე სააგენტოებს, რომელთაგანაც ყველაზე ნაცნობი ჩვენთვის გამოძიების ფედერალური ბიუროა.  ადგილობრივი და  ფედერალური სამსახურები  გაცილებით კონსოლიდირებულად მუსაობენ , ვიდრე ეს კინოებში ჩანს.  რაც შეეხება შტატებს, ისინი ფლობენ საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას თვითონ განსაზღვრონ დღის წესრიგი.

ნებისმიერი პოლიციელისათვის აუცილებელია სატანადო განათლება და  ჩვენგან განსხვავებით ყველა მათგანი ოფიცერად და დეტექტივად იწოდება. უმეტესწილად პოლიციელი მაღალ სტატუსზე არც გადადის, მაგრამ გამოცდილება ფასობს

შეიძლება თუ არა  ამერიკაში პოლიციელი ღიპიანი იყოს? თუ ეს მას სამსახურის დროს ხელს არ უშლის შესაძლოა, თუმცა შეღავათი არ მიეცემა

თემა დაგაინტერესებთ? გაგრძელება  იქნება. დღეს ამით დავასრულოთ :)

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა