ოსინდალე(ოცინდალე)

ბავშვობიდან ოსინდალე ასოცირდებოდა რაღაც იდუმალთან, აუხდენელ მიზანთან, სადაც ადრე ძველი ქალაქი იყო და იქ მიღწევა ფეხით ძალიან რთულია.  აკრძალული ხილი ტკბილია, სულ მინდოდა იქ მოხვედრა და აჰა, ავაღწიე :))))

მანამდე  ფეხით ორჯერ  ვცადე ასვლა, მაგრამ ვერ შევძელი დისტანციის დაფარვა. გზა  რთულია და მანქანებისათვის სახიფათო. პატარა ვიდეო ავტვირთე , რომელიც ვიდეორეგისტრატორით გადავიღეთ. წარმოდგენას ალბათ შეგიქმნით

ადრე გვედო  ჩანაწერი გიორგობაზე, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ასეულობით გაზიარება ქონდა.თუ გნებავთ ოცინდალეს მონახულება ოპტიმალური ეს დღეა ყველა თავისებურებით <3

შემდგომში ვიყავი მუზეუმში:)

სამსონ თოდუას ისტორიული ცნობა თამარ დედოფლის შესახებ

მუზეუმში კითხვები კიდევ მეტი  გამიჩნდა, ვიდრე პასუხი.

რატომ?

ბატონი იგორ ფიჩხაია საუბრობს ნაყოფიერების კულტზე და მისი აზრით, მზის  თაყვანისცემის კვალი არქიტექტურაში ტაძარს შემორჩა,მაგრამ ჩემთვის აუხსნელია როდის მოხდა  წმინდა გიორგიში მისი გარდასახვა, დედოფალ თამარის  ვინაობის დადგენა  კი რამდენად ზუსტია :)))

ვერსიებზე აქ ნაკლებად  შევჩერდები. უკეთესია თუ ვიზუალურ მასალას დავათვალიერებთ, რომელიც მუზეუმში ინახება

სვეტი, ორნამენტები და წმინდანის ქანდაკება.  (მიაკუთვნებენ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეს)

წმინდანი

ორნამენტები

მზის ღვთაების კვალი ოსინდალეს ისტორიაში

 

ქვაში გაქვავებული ცხოველური ძვლები.

ხარის კულტი და მისი გამოსახულება ერთგვარი სავიზიტო ბარათია.  რამდენი მასალაა კიდევ გასარკვევი? ისტორიკოსების ახალ თაობას   მუშაობის მუზა წესით აქვთ . მით უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები ადრე გაყინული თემების შესწავლის შანსს იძლევა.

დავუბრუნდეთ გზას. მონასტერი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ.თაიას ტერიტორიაზე მდებარეობს , ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე…

ალპინისტი ძროხები- ციცაბო კლდეზე ტავს კომფორტულად გრძნობენ. სურათი მანქანიდან გადავიღე და კარგად არ ჩანს  რელიეფის სირთულე :)))

საქონელი მონასტერთან ასიოდ მეტრშიც შეგვხვდა. როგორც ჩანს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებს იყენებს.

ხედები საუკეთესოა!!

მონასტერი მოქმედია . აქ მამაო ცხოვრობს და  ერთი კეთილი ცუგა

ქვები ისტორიულ ქარტეხილებზე თვითონ გვესაუბრებიან

ორნამენტებიანი შესასვლელი

მონასტრის ზემოთ

ესეც სასულიერო პირ, სამსონ თოდუას ოჯახი.  ყველა ძმა მოძღვარი იყო. სამსონი ჩემს მეზობლად, ჯუმითის უბანში ცხოვრობდა. მანამდე მისი დიდი მონდომებით შეიქმმნა  თაიის სკოლა

პროექტი : ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”

მხოლოდ რამდენიმე ფოტო მოვასწარი,რადგან წვიმის შემთხვევაში საფრთხეები იზრდებოდა და მაინც..ნახეთ და მკაცრად არ შეაფასოთ ფოტოგრაფი. ის ხომ მოყვარულია 

პროექტი “აღმოაჩინე საქართველო”  (მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ ვიდეო   ლაკონურია და შთაბეჭდილებას შეგიქმნით

 

ტურისტებისათვის:თუ მოგინდებათ წამოსვლა, აუცილებლად გაითვალისწინეთ გზის ფაქტორი, ფეხით  მიღწევა  შესაძლებელია :)

 

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა