მუხური

ბავშვობიდან მუხური განსაკუთრებულ ადგილად მიმაჩნია. გული მწყდება რომ დღემდე მისი პოტენციალი ჯერ კიდევ სათანადოდ დაფასებული არაა. სოფელი ლუგელას ხეობის გარეშე წარმოუდგენელია, აქიდან იწყება ტობავარჩხილებისკენ რთული გზაც და ბოლო პერიოდში ამ საკურორტო ზონამ ტურისტების ყურადღება მიიპყრო.

 

სოფელი ხობისწყლის ხეობის ზედა ნაწილშია გაშლილი. ჩრდილოეთით და ჩრდილო აღმოსავლეთით სამეგრელოს მთიანეთის თარზენისა და ოსინდალეს მთები აქვს გარშემოტყმული. შუა ნაწილი გაშლილ ხეობაში გადადის. სამხრეთით ესაზღვრება ხაბუმე და თაია , ხოლო დასავლეთით-ზუმი და ჯგალი (წალენჯიხის რაიონი) ზღვის დონიდან 220 მეტრზეა განლაგებული. (ცნობა აღებულია ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გვერდიდან)

 

სიტყვა “მუხური ” გივი ფარულავას აზრით კუთხეს, უბანს უკავშირდება. საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიური დასახელების და მსგავსი დასახლებული პუნქტები სხვაგანაც გვხდება. (განმუხური, მუხური გალში) . აქაურები მიიჩნევენ რომ მუხური-თაიას ბილიკზე პომპეუსმა გაიარა და ბილიკს დღემდე “პომპიას” სახელით იხსენიებენ. ზოგადად განსაკუთრებული მოკრძალებაა თამარ მეფის სახელთან.

 

“ნაცხა”, “ნაცხის ხიდი”, “ნაცხა გოჭადილი” ადგილობრივ ტოპონიმიკაში მყარადაა დამკვიდრებული. ის ხანძარს , გადაწვას უკავშირდება. რთული ისტორია ამ ტერიტორიის ცხოვრებაზეც აისახებოდა.

 

მისი ტერიტორიული არეალი სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულია. მეცხრამეტე საუკუნეში აქ არსებობს მამასახლისის კანცელარია, ეტლების გასაჩერებელი და სარემონტო სადგომი, მცირე სასტუმრო სახლი, სახელოსნოები, ფურნე, სამიკიტნოები და ა.შ

გაზეთი “ივერია”ში იმ პერიოდის მუხურის ცხოვრების შესახებ ორი საინტერესო ინფორმაციაა დაფიქსირებული:

 

1904 წლის სამი ივლისის ინფორმაციით, მუხურში ირიცხებოდა 200 კომლი და იგი შედგებოდა სამი საზოგადოებისგან: თაია,ზუმი და თვით მუხური. არსებობდა მოსწავლე მგალობელთა გუნდი მელქისედეკ შალვაძის მეოხებით.

მუხურის ხიდი იმ პერიოდისთვის დანგრეულია. სოფლის ცხოვრებაში განსაკუთრებით როლს თამაშობს მღვდელი ესტატე ბენდელიანი, რომელსაც დაუარსებია მუხურის ორკლასიანი სასწავლებელი. (ზედამხედველი: ალ ცანავა) არსებულა ქალთა სასულიერო სასწავლებელი,სადაც ქართული ენის შესწავლის ხარისხი მაღალი ყოფილა.

 

 

1903 წლის 14 იანვრის “ივერია” კი “ნინოობაზე” მოგვითხრობს, რომელსაც დაესწრო ზუგდიდის მაზრების სკოლების მეთვალყურე ტ.ჯოხთაბერიძე. სკოლის მმართველად მოიხსენიება პელაგია ლორია. მასწავლებლები: ა.ცანავა დამ.ბალავაძე

 

მუხური სკებისა და ფუტკრის გარეშე? ეს წარმოუდგენელია! დარგის აღორძინება სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სპეციალისტთა აზრით, მუხურელი ფუტკრები გამორჩეული ნაყოფიერებით გამოირჩევიან. ამ მხრივ აქაურობის პოტენციალი უსაზღვროა და ძალიან სასიამუვნოა რომ ბოლო წლებში ყურადღების მიქცევა დაიწყო.

 

მუხურელები მთასთან ახლოს ცხოვრობენ და ხასიათიც შესაბამისი, ამაყი აქვთ. სტუმართმოყვარეობა ? უმაღლესი, ტრადიციული და კეთილი!! ჩხუბს მოინდომებთ და შარს ეძებთ ? არ გირჩევთ;)

ასეთი ადგილების დეფიციტიც არაა. ტურისტები და სტუმრები თავს მშვენივრად გრძნობენ.

ხედი მუხურის ხიდიდან

წყალი შედარებით ცივია. აგვისტოს დასაწყისი სტუმრობისთვის საუკეთესო დროა

წყალსაცავთან

ლუგელას დასაწყისი

გზაზე

ხობისწყალი

შურუბუმუ-სეზონური სასწაული

 

 

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა