მეგობართა  მხრიდან სტატუსების მიღებისა  და სიახლეთა  ზოლის მოწესრიგება

თუ  ნებისმიერი ფრენდის პროფილზე შეიჭყიტებით,  იქ  სამი ოფცია დაგვხვდებათ, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ მოაწესრიგოთ სიახლეთა მიღება  

შეგვიძლია მეგობრის სტატუსები პირველ რიგში მივიღოთ, ჩავრთოთ სტანდარტული რეჟიმი ან  გამოწერა გავაუქმოთ.

თუ  იუზერი მეგობარი არაა და ჩართული აქვს საჯარო  გამოწერის რეჟიმი, შესაძლებელია მისი სიახლეების გამოწერაც. ასე რომ, თუ ვინმეს სტატუსები დისკომფორტს გიქმნით, გამორთეთ და დაისვენებთ.

ზუსტად იგივე შეგიძლიათ გვერდებისა და ჯგუფების შემთხვევაში.

 

ჯგუფები ცალკე კატასტროფაა. თუ თქვენ ნებაყოფლობით არ გაწევრიანებულვართ, სასწრაფოდ დატოვეთ. ნუ იწონებთ ხატების ფარისევლურ  სურათებს, თუმცა  გაქვთ შესაძლებლობა გამოიწეროთ ყველა პოსტი, მნიშვნელოვანი და მეგობრის პოსტები, რაც ამ ოფციების არჩევის შემთხვევაში ფბშეტყობინების სახით მოგივათ  ანუ თუ  ეს ოფცია ჩართულია,  შეიძლება ტვინი სერიოზულად გაგებურღოთ:)

სტატუსებისა და ა.შ შეტყობინებებთან ძალიან ფრთხილად. რამე თუ გაინტერესებთ, გვერდი , ჯგუფი და პროფილი სტატუსის განახლებისთანავე შეგატყობინებთ,მაგრამ ნამდვილად ჯობია ზომიერება ….მხოლოდ აუცილებელი ან საინტერესო.

ესაა გვერდის სიახლეების ქვეოფცია, რომელიც როგორც ხედავთ, მრავალფეროვანია და მხოლოდ თქვენზეაქ დამოკიდებული, რა გნებავთ და რა  არა.

გამოიყენეთ ფბს დახმარება! იქ ყველაფერი გაცილებით უკეთესადაა ახსნილი, თუმცა მეგობრების კითხვების საფუიძველზე ეს ჩანაწერი მგონი ზედმეტი ნამდვილად არაა. კითხვები ჩემს გვერდზე

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა