მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი  ტურისტების საყვარელ ადგილად  დიდი ხანია იქცა. ამიტომ ორიგინალური ფოტოებით თუ ისტორიებით ვერ გაგაკვირვებთ. ამ შემთხვევაში შევეცდები ჩემი პერსონალური ემოციები გაგიზიაროთ

კანიონში მოხვედრა სპეციალურად მომზადებული შემოსასვლელითაა შესაძლებელი.

დაივიწყეთ პიკნიკის, წყალში ბანაობის, ლუდის დალევის სურვილი! თქვენ კომერციულ ობიექტზე ხართ! სამაგიეროდ წინ გელით სისუფთავე და მოწესრიგებული მომსახურეობა, რომელშიც შერწყმულია სახელმწიფოს კავშირი ადგილობრივ 80 ოჯახთან.

ჯერ მაისია და  ტურისტთა ნაკადი უკვე  ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ, რა იქნება ზაფხულის პერიოდში….

ადგილზე ორი ტიპის მომსახურეობას გთავაზობენ : 1) ფეხით გასეირნება- 5 ლარი; 2) ნავი პროფესიონალის თანხლებით, კაცი-10 ლარი ანუ თუ ორივე სიამოვნება ერთად გნებავთ, ეს დაგიჯდებათ  15 ლარი.

ტურისტებისათვის ფასი ადეკვატურია. იმედს ვიტოვებ, მომავალში   არ “გაიბერება”. რაც წამგებიანად ზემოქმედებს სტუმრების კეთილგანწყობაზე.

ბილეთის შეძენის შემდეგ ბილიკით ნავებთან აღმოჩნდებით. მანამდე გელით მოედანი,სადაც მომღიმარი პერსონალი მიგაცილებთ დანიშნულების ადგილზე. 

ნავებთან შესასვლელი

უსაფრთხოების ნორმები დაცულია

“პირდაპირი ეთერის” ჩანაწერი.  არ დავამონტაჟე, იყოს ბუნებრივი:))

გაბარიტების გამო ნავში ცუდად ვიჯექით. არასტაბილური გამოსახულებისათვის, პარდონ

წავედით:)

მგონი კომენტარი ზედმეტია.  ეს იყო კაიფი :)   ადგილობრივებს გული წყედებათ,რომ უკვე შეუძლებელია თავისუფალი ცურაობა,მაგრამ იმდენი ბენეფიტია პროექტისგან,შეუძლებელია წარმატებული არ უწოდო.არც პლასტიკური ბოთლების გროვა შეგვხდებათ და ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

ამით ნავით ვოიაჟი დასრულდა. დღე კი გრძელდება.

თუ ნავის ფულს დაზოგავთ,ამ შემთხვევაშიც  თქვენს წინაშე  ულამაზესი ბუნება გადაიშლება.   5 ლარად არ გიღირთ?

ოფუცხოლე- ასეთი ყოფილა ადგილის ძველი სახელწოდება.  ადამიანებს  აქ ხანგრძლივი ყოფნა არ შეეძლოთ, რადგან გაუვალი ტყე ყოფილა  და  ყაჩაღები  მგზავრებს უსაფრდებოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძემ ბილიკი გაიყვანა, წესრიგი დაამყარა, რის შემდეგაც დასასვენებლად ხშირად ამოდიოდა.

გემოვნება კი ქონია ქალბატონ ეკატერინეს

ეკატერინე ჭავჭავაძე- დადიანი(1816-1882)

ამით დასრულდა ჩვენი ვირტუალური მოგზაურობა.  ზაფხული წინაა……მოკლედ,დროებით მარტვილო :)

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა