ლაშა ალოს პოლიტიკური მანიფესტი

ხშირად მეკითხებიან მემარჯვენე ვარ თუ მემარცხენე?
ქოცი თუ ნეიტრალი?
პასუხი მარტივი მაქვს

არ ვიცი,
მაგრამ იქნებ ფრენდები დამეხმაროთ განვსაზღვრო პოლიტიკურად რომელ პლატფორმას უფრო ვეკუთვნი….
თეზისებს მარტივად ჩამოვაყალიბებ. არ მოგეწონებათ, არ მაგინოთ :D

მიმაგრებული სურათი

ვემხრობი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს, რაც არ გულისხმობს პრეზიდენტს ქონდეს დიქტატორული უფლებამოსილებანი. ამ ინსტიტუციას მნიშვნელოვნად ვთვლი, ხოლო საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია სტაბილური პოლიტიკური პარტიების ფორმირება, რომელთა კონკურენციის პირობებში აუცილებლად განვითარდება თანამედროვე ახალი პოლიტიკური ელიტა :)

მიმაგრებული სურათი

ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს გაბედულად, რკინის ნერვების პოლიტიკით, დამნაშავეების მიმართ არავითარი სირბილე, ოღონდ ერთი აუცილებელი განმარტება – “დასაჯე,არ დაამცირო”, ხელიდან წასული ბანდიტის ლიკვიდაციაც კი კრეტინობაა. სიცოცხლე დასაფასებელია, ირიბი სიკვდილით დასჯა კი გამოსარიცხი. კანონი მოიცავს უფლებას მოვალეობასთან ერთად

მიმაგრებული სურათი

ურთიერთსოლიდარულობა უნდა იყოს ქვეყნის განვიტარების კატალიზატორი. არანაირი “ყველამ თავს მიხედოს”. უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგარ ადამიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დასახმარებელი გახდება. თანასწორნი ვართ…. სიტყვით კი არა, საქმით…

მიმაგრებული სურათი

დაბა და სოფელი არაა მარტო მიწა, თივა, სიმინდი , ხორბალი…
ესაა თავისი სპეციფიური იმპულსის მქონე სუბიექტი, რომელსაც ესაჭიროება სწორი ეკონომიკური გათვლა და არსებული რეალობების გათვალისწინება. სოფლის სრული დაცლა იქნება კატასტროფა. ამიტომ პირიქით,საჭიროა აქცენტი სოფლის ცხოვრების გაჯანსაღებაზე, ინტერნეტიზაცია, მედიის და განათლების ხელმისაწვდომობა.

მიმაგრებული სურათი

ვიზიარებ ცნობილი ფორუმის ლეგენდარულ ფრაზას “დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება იყოს … არანაირი ზევიდან მოხვეული დოგმები, საჭიროა ტრადიციის და ახლის მუდმივი დებატები + აქცენტი წიგნიერებაზე. გვჭირდება არა მარტო ინდივიდუალური ერუდიტები,არამედ ზოგადი განათლების დონის ამაღლება, რათა პუბლიკას შეეძლოს საგანგებო გადაწყვეტილებების დროს გააკეთოს სწორი ვერდიქტი .

მიმაგრებული სურათი

გარე დაფინანსების სექტები კანონის წნეხში უნდა იყვენენ მოქცეულნი. გავლენის აგენტების ექსპანსია აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

მიმაგრებული სურათი

ნატო არაა რელიგია ან თუნდაც სასიცოცხლო მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავხსნათ კარები, მივიღოთ მათი გამოცდილება.ამავდროულად არავინ გვთხოვს ვიყოთ ისეთები,როგორც ფრანგები ან გერმანელები.
საჭიროა ბუნებრივი ქცევა, ვისწავლოთ შრომა. ჩვენი გზა ლოგიკურად იქით გადის ,სხვა არჩევანი მხოლოდ ფარსია :)

მიმაგრებული სურათი

არანაირი სახელმწიფო სარწმუნოება, მხოლოდ სეკულარული სახელმწიფო.
ეკლესია მრევლმა უნდა დააფინანსოს. ასევე არ დაგვავიწყდეა- ჩვენ მხოლოდ საქართველოს ნაწილი შემოგვრჩა. თურქეთის ტერიტორიაზე დარჩა საქართველოს ყოფილი მიწები,რომელთა ბედი უკვე გადაწყვეტილია.სამაგიეროდ იქ ცხოვრობენ ჩვენი ორგანული ნაწილი-გამაჰმადიანებული ქართველები. ისე როგორც უდეში და რამდენიმე სხვა სოფელში სახლობს ქართველი კათოლიკეთა ოჯახები და უნდა ვეძებოთ საერთო, ისე რომ არ უარყვოთ, რაც გვწამს :)

მიმაგრებული სურათი

ენობრივი მომენტი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას. საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია და ამდენად ხელი უნდა შევუწყოთ,რათა ყველა დაეფლოს ქართულ ენას. არ უნდა გაგვიკვირდეს მათი თვისებურება, ხასიათი. ჩვენს სწორ სტრატეგიულ ხედვაზეა დამოკიდებული ინტეგრაციის ხარისხი. ბილინგუალური განათლების მეთოდოლოგიით გასადევნია საშუამავლო სხვა ენების მისია. ეს უნდა მოხდეს დინჯად,ისე,როგორც ყველა დალაგებულ ქვეყანაში. საქართველოს შეუძლია შეასრულოს მშვიდობიანი ქვეყნის, განვითარებული საზოგადოების მისია. ჩვენ სწრაფად გვაქვს გადასალახი ის ბარიერები,რაც ევროპას უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთში დასჭირდა.

მიმაგრებული სურათი

პატრიოტიზმი გულიდან უნდა მოდიოდეს.მისი საფუძველი ურთიერთსოლიდარულობა და პატივისცემაა.
რაც უფრო მეტად იქნება ქვეყანა მოყვასის დახმარებაზე ორიენტირებული, უკეთესია.
სავალდებულოა ღარიბებს ხელშეწყობა. ვინც მათ უსაქმურებს უწოდებს ,თვითონაა უსაქმური და სნობი.
არავითარი ჰომოფობია,მაგრამ გეიაღლუმებსაც ნწ. აქვთ უფლება,თუმცა კანონით დასარეგულირებელია კონფლიქტების თავიდან არიდება.დაუშვებელია მისი პოპულარიზირებაც. სექსი ინტიმური სფეროა. ყველამ თავის თავს და უკანალს მიხედოს.პიროვნების ცხოვრება ხელშეუვალია.

მიმაგრებული სურათი

რუსეთთან მხოლოდ საქმიანი, პარიტეტული ურთიერთობა. არავითარი ერთმორწმუნეობა თუ ძმობა, ისე როგორც კომუნიკაციების კომპლექსები.

მიმაგრებული სურათი

1 მიშიზმი ქშ….ამნისტირების შანსი არ უნდა ქონდეთ ძალადობისა და დაუნდობლობის აპოლოგეტებს.იარსებონ დემოკრატიის წესების შესაბამისად,მაგრამ საჭიროა არსებული პოლიტიკური დისკურსის შეცვლა. დროა სხვა თემებზე გადავიდეთ.
ნაცპერიოდი იყო და ფაფუ, ვითარცა ედიკა …..მე პირადად(პ ი რ ა დ ა დ ) შეუძლებლად მეჩვენება ამ ძალის ხელისუფფლებაში დაბრუნება

დანარჩენი შემდეგში განვავრცოთ…. ახლა კი კითხვა ვინ ვარ მე ?
მიმაგრებული სურათი

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა