ვანუატუ – ქვეყანა, რომელიც პოლიტიკის შედეგად აღმოვაჩინეთ

ვანუატუ წყნარ ოკეანეში მდებარე მელანეზიის კუნძულთა ჯგუფში განლაგებული სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 234 000 ადამიანს არ აღემატება

4809_100712849733_5474233_n

 

ახალი ჰებრიდის არქიპელაგის 83 კუნძულზე განლაგებული ქვეყნის საერთო ფართობი 12 190 კმია

6531_101459989733_4455038_n

 

დედაქალაქია პორტ-ვილა . აქ 35 000 მაცხოვრებელია. არის რესტორნები, აუზები, ტურისტებისათვის დასასვენებელი სხვა ადგილებიimages(2)

 

„ახალ ჰებრიდებად „ წოდებული ტერიტორია 1980 წლიდან დამოუკიდებელი , გაეროს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სუვერენული სახელმწიფოა.სურათზე მოცემულია პარლამენტის შენობა

800px-Vanuatu_Parliament,_Port_Vila_-_Flickr_-_PhillipC

 

მთავარი კუნძულებია ეფატე, ესპირიტუ-სანტო, ტანა, მალეკულა

4809_100712834733_5461253_n

ქვეყანაში რამდენიმე აქტიური ვულკანია, უდიდესია „იასური“

5811_114362369733_4548892_n

მოსახლეობის 94 %ს შეადგენენ ნივაანუაატელები. 4% ევროპელი , დანარჩენი კი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმოამდგენლები ცხოვრობენ5811_114437459733_3263030_n

ვანუატუს ოფიციალური ენებია ინგლისური, ფრანგული და ბისლამა(ინგლისური ენის გადაკეთებული აქაური ვარიანტი შეზავებული ადგიულობრივი ფრანგული, ჩინური ლექსიკური მარაგით) . ამათ გარდა სულ 109 ენაა გავრცელებული….

4809_100712844733_4131306_n

ქრისტიანობა  მეოცე საუკუნეში გავრცელდა, მაგრამ ამის გარდა  არსებობს უცნაური „კარგოს“ ანუ თვითმფრინავების გაღმერთების კულტი . ვანუატელები ეთაყვანებიან ვინმე „ჯონ ფრუმს“ და ატარებენ რიტუალებს, რაც უკავშირდება ომის პერიოდში ამერიკელების მიერ აქ საქონლის შემოტანას. ისინი ელოდებიან ციდან მოვლენილ საქონელს . რაც შეეხება ჯონ ფრუმს. რეალურად არავინ იცის ის რეალური ადამიანია თუ მითი. კარგოს მიმდევრები კმაყოფილებით არ შეხვდნენ დამოუკიდებლობას.ახლა საკუთარი პოლიტიკური პარტია აქვთ. 3cbe5c8s-960 Aboriginal-pilot John_rifles

თანამედროვე ვანუატელების აზრით, ჯონი  რაც მათ ასწავლიდა ახდა. ტურისტები ფულს იხდიან, ადამიანებმა ფულის შოვნის საშუალება მიიღეს, თუმცა ვანუატუ კვლავ რჩება განუვითარებლობის და სილამაზის ნაზავად. აღსანიშნავია რომ აქ იქნა გადაღებული ამერიკული “უკანასკნელი გმირის ” პირველი გადაცემა . იხილეთ სურათები და ვიდეო

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა