გოჭკადილის სათავეებთან

გამარჯობათ, ჩვენი ბლოგის მკითხველებს მივესალმებით ადგილიდან, სადაც ერთმანეთის გვერდით აღმოაჩენთ დინოზავრის ნაკვალევს, ულამაზეს ხედებსა და 1928 წელს  აშენებულ აბჰესს:)

ეს დინოზავრი არაა….ცოტა კი გავს:)

იმ ეპოქის წარმატებული  ენერგეტიკოსები ალექსანდრე (საშა) გლურჯიძე (მარჯვნივ) და კ. ჩხეიძე აბჰესიდან მოგვესალმებიან (ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის პროექტი “ციფრული ფოტომატიანე”) 

აბჰესი” დღეს:

 

როგორც შეამჩნევდით, ნაკადი ქმნის დიდ გუბეს. ქვევით კი რაც ხდება,  ყველას გაგაოცებთ. :)) ყველაზე საინტერესო ხომ  წინაა…..

გოჭკადილის ტოპონიმიკა ნუ დაგაბნევთ. “გაჭედილი” ქართული თარგმანია და ჩემი აზრით, საკმაოდ მოუხერხებელი. ადგილობრივი ტოპონიმიკა ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს მოიცავს. ამდენად უმჯობესია მისი გამოყენება.

ციტატა:

“XVII ს. მიწურულს ოდიშის მთავარს ბერძენი ოსტატებისთვის დაუვალებია ქვითკირის თაღიანი ხიდის აგება მდ.აბაშაზე, რათა ერთმანეთს დაკავშირებოდა სალიპარტიანო და საჭყონდიდლო. აღნიშნული ხიდი მოქმედებდა აბჰესის ახალი ხიდის აშენებამდე. მდინარეზე ხიდის გადების, გაჭედვის შემდეგ წარმოიქმნა ტოპონიმი გოჭკადირი(იხ. ელიავა, 1977, გვ.1977). უწინ ეს ადგილი მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა. გოჭკადირ-ინჩხურის საზღვართან, მოთენის მთისძირში, აბაშის ნაპირას გამართული იყო სავაჭრო, სადაც ადგილობრივ მკვიდრთ ჰქონიათ დუქანი, სამჭედლოები და ა.შ. ამ ადგილს  ,,ქალაქს” უწოდებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც სავაჭრო მოიშალა, ნოქა?აქენი ,,ნაქალაქევი” დაერქვა.”

იგორ კეკელია  “მარტვილის ტოპონომიკა”

ისტორიულ ასპექტებით არ გადაგღლით. მხოლოდ ერთი დასკვნა: ესაა ჯერ კიდევ იდუმალი ადგილი და საგანძური მკვევართათვისაც:  აბაშელ-მარტვილელი  დინოზავრიდან  დაწყებული მიმდებარე ადგილი  ყველა ეპოქის  მოვლენათა ეპიცენტრი გახლდათ. ამას ვერ აგიხსნით, უნდა შეიგრძნოთ…..

წინაპრების აჩრდილი არაა,  მე ვარ და ჩემნაირი, ოღონდ უცხოელი….  50 000 სტუმარი დაფიქსირდა!! ამიტომ ადგილი მთავრობის პრიორიტეტებშია და ინფრასტრუქტურაც ვითარდება.

ჯერ მაისია. ეს მხოლოდ  ოცწუთიანი სწრაფი რეისი იყო. დროებით, გაჭკედილო:) მე კიდევ დავბრუნდები. მომავალი ჩანაწერი კი  მარტვილის  კანიონს შეეხება. ასე რომ  …….

გოჭკადილის გზა კომფორტულია და მისვლაც არაა რთული

 

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა