ახალი ქართული ელიტა

მოვლენათა გამწვავების ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი -“პოლიტიკური ელიტის” დაშორებაა საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან და მისი უუნარობა გაითვალისწინოს დაშვებული შეცდომები.

ერთი მხრივ, ვარდების “რევოლუციის” შემდეგ, მოხდა ქართული ძველი ნობილიტეტის სრული განადგურება ,მაგრამ ახალი “პატრიციების” კასტა ვერ ამაღლდა, რათა გაეკონტროლებინა საკუთარი ცთუნება და არ დაახლოებოდა მამების თაობას.

საბჭოთა საქართველო სათანადოდ არაა განალიზებული. ზუსტად მაშინ არსებული ნომენკლატურული ოლიგარქია იყო არსებული რეჟიმის მთავარი დასაყრდენი. სისხლიანი წითელი კარიერიზმის გარდასახვამ ტოტალურ კორუფციულ აბრაკადაბრაში, შექმნა ეს მახინჯი ფენომენი, როდესაც  ცალკე აღებული კარიერისტები სიამუვნებით სვავდნენ საქრთველოს სადღეგრძელოს , ოჯახებში უსმენდნენ “ამერიკის ხმას ” ვაშინგტონიდან და პარალელურად, მათი სოციალური ერთობა ეწინააღმდეგებოდა დესოვეტიზაციის ნებისმიერ მცდელობას.

ეროვნული მოძრაობის მხრიდან “იერარქიულ მექრთამეობის” პირამიდაზე დამყარებული მყრალი ნომენკლატურული ოლიგარქიის დემონტაჟი უაღრესად დადებითი მოვლენა იყო,მაგრამ 22 დეკემბრის რევანშით მათ შეძლეს საბჭოური დიდების დაბრუნება, დისიდენტთა გულწრფელი ნაციონალური აღმაფრენის დამუხრუჭება, მაგრამ ახალ დროებაში ძველმა ცხოვრების წესმა მიიყვანა ეს ფენა ლოგიკურ დასასრულამდე, ხოლო მათი ადგილი დაიკავა ახალგაზრდების შეზღუდულმა წრემ, რომლებიც მართალია სისტემის ნაწილს შეადგენდნენ , მაგრამ მათი კონფლიქტი ძველ ღირებულებთან მალევე გამოიკვეთა და ვარდების მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც ელიტის შიგნით მომხდარი დიდი გადატრიალება.

ეს “კარგად გაზრდილ ვირიშვილთა “კასტა შევარდნაძის მეორედ მოსვლის ნაყოფია, მის მიერ ჩატარებული ელიტის აპდეითის შედეგი.

ისინი ეგუებოდნენ ცუდს , გარკვეულ დრომდე აფერხებდნენ თეთრი მელის და ნომენკლატურული ოლიგარქიის სიკვდილს , მიიღეს “ბაბუს ახალი სახეებად” ყოფნის გარიგება, მაგრამ ერთგვარ რეფორმატორულ ელემენტებსაც ემხრობოდნენ, რომელსაც არც მომაკვდავი ოლიგარქია არ ეწინააღმდეგებოდა….პირიქით, რაღაც ეტაპამდე აწყობდათ კიდეც.

თავიდანვე გამოხატული შინაგანი დუალიზმი პროგრესულსა და რეგრესულს შორის, აისახა მათ პოლიტიკაში,რამაც ძალიან ცუდად იჩინა შემდგომში თავი.

ვარდების პუტჩმა საშუალება მისცა ჩამოეცილებინათ ავი ბებერი თავისი დასაყრდენით, მაგრამ მმართველი წრე უფრო შევიწროვდა და გაიზარდა კონფრონტაცია ყველა დანარჩენთან “ყოველგვარ ძველთან თუ ახალთან”,რ ომელიც მოიცავს სხვადასხვა მომენტს-პროგრესულს ანუ კონფლიქტს რეტროგრადულთან დარეგრესულს– კონფლიქტს მთელ თაობებთან, ტრადიციულ ღირებულებებთან,არსებულ ცხოვრების წესთან თუ ეროვნული მოძრაობის ზეგავლენებთან, ყველაფერ ახალთან ,რაც მათ წიაღში არ ვითარდებოდა.

ცხადია, მათ სამართებლის პირზე უწევდათ გავლა ,დროება მოითხოვდა ცვლილებებს და ზოგადად დეკლარაციის დონეზე სწორი ორიენტირები იქნა აღებული, მაგრამ ამ ელიტის დრამა მისი ანტაგონიზმია დანარჩენი საზოგადოების მიმართ, რაც განპირობებულია კომპლექსებით, ნარცისიზმით,ზევიდან ხალხზე ყურების სურვილით, გამოუცდელობით და საკუთარი მეთოდების უკიდურესად ჭუჭყიანი ხასიათით.

საზოგადოების გარდაქმნა თუ გინდა, მისი მაჯისცემა უნდა გესმოდეს,პაციენტზე უნდა ზრუნავდე,მის გამოჯამრთელებაზე ფიქრობდე და სხეულში პროგრესის ინექცია ისე უნდა შეიყვანო, ნამეტანი მტკივნეული არ  იყოს ჩხვლეტა. თუ შენ მთელი პალატა მიგაჩნია შეშლილთა ბუდედ და საკუთარ რიტორიკაში დებ აგრესიას განსაკურნებელთა მიმართ, აქიმად არ ვარგიხარ. ექნება შენ წამალს უკუშედეგი და უნდა გესმოდეს- პაციენტი თუ იგინება შენი მისამართით, მშვიდად უნდა გაუძლო და გახსოვდეს ჰიპოკრატეს ფიცი ( ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და კანონები biggrin.gif)

გირგვლიანის და რობაქიძეს ინციდენტი იყო ლაკმუსის ქაღალდი საით წავიდოდა ახალი ელიტა – აღიარებდნენ სამართალდარღვევას თუ სისტემის გადარჩენაზე იფიქრებდნენ,როგორც მათი მშობელი ბაბუ. სამწუხაროდ,ბარიერი ვერ გადაილახა და დისტანცია ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის გაძლიერდა.

მალე მიშამ უკუაგდო რევოლუციური ლიბერალიზმი, რომელიც ამ ფენის თავდაპირველ მნიშვნელოვან პოზიტიურ თვისებას წარმოადგენდა. დროსა და ქვეყნის მტერთან დაპირისპირებამ დააასამარა მიშმაკიაველიზმის უგუნური ,საშინელი საგარეო კონცეფციაც, რომელმაც მნიშვნელოვანი პოზიტივიც შექმნა ქართული პოლიციის და ჯარის ახალი სახით.

“გუნდი” მამების თაობას დაემსგავსა.მათსავით ეკლექტური და არასაიმედო გახდა, მას ჩამოცილდნენ თუ ჩამოაცილეს თავდაპირველი გმირები და მათი ინტერესების ერთადერთ პრინციპს უკვე წარმოაგდენს მარტივი თეზისი -დავრჩეთ სადაც ვართ,მერეც ჩვენ ვიქნებით. smile.gif

პოლიტიკური ელიტა ძალიან მალე დალპა, მაგრამ არსებული წინააღმდეგობანი საშიშ ტენდენციებსაც მოიცავს. კერძოდ ,ნომენკლატურული ოლიგარქიის ნარჩენების რევანშიზმი ასევე თვალშისაცემია და ოპოზიციის პროგრესულ ნაწილსაც უწევს თვალის დახუჭვა,რაც ბადებს ერთგვარ შიშს საზოგადოების დიდ ნაწილში.

ამის გამო პროტესტის მუხტი ერთგვარად შეზღუდულია,ხოლო ახალი ელიტის სიცოცხლისუნარიანობა კვლავ გრძელდება…ისე როგორც საფრთხე, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება.

ეს  კასტა,რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირების ზოგადი კანონზომიერებანი.

კერძოდ, საჭიროა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პოლიტიკური პოლუსები,რომელიც შეცვლის ბიპოლარულ პოლიტიკურ ვნებებს საქართველოში.

არსებობს “რამდენიმე პოლუსიანი” პოლიტიკის სოციალური საფუძველიც-კერძოდ პოლიტიკური პარტიების განვითარება შესაძლოა შემდეგ ველებზე გადანაწილდეს-
“რეგიონალური კონფორმიზმი”, “მამულიშვილობა”,”ლიბერალიზმი”, “მემარჯვენე ცენტრისტული ტენდენციები”, მემარცხენე ელექტორატი.
ეს მაძლევს გარკვეული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პატიოსანი არჩევნების შემთხვევაში შეიქმნება 4-5 პარტიანი კონკურენტული გარემო.დანარჩენი ჭუჭყი გაიწმინდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა სისტემის შეცვლა, საარჩევნო კორუფციის დამარცხება.პოლიტიკური ელიტა ნელნელა ტრანსფორმირდება და ახალ კანონზომიერებებს დაემყარება , რომლის მოგვარებაც დემოკრატიის უდიდესი პლიუსებით არის შესაძლებელი.

ჩამთვალეთ სიმართლისტად, მეოცნებედ ,მაგრამ მე ვთლი,რომ დემოკრატია ესაა პოლიტიკური თამაშის ერთადერთი სწორი ფორმა,რომლის ხელშეწყობა თითოელი განვითარებული ადამიანის მოვალეობაა საქართველოში!! ვინც ამ აზრს არ იზიარებს, ჩემი მტერია !!!! და საზოგადოების პროგრესული ნაწილის მტერიც უნდა იყოს.სხვა საქმეა პოლიტიკური ხედვა ან გემოვნებანი….

მე ვემხრობი ცენრისტული და ლიბერალური ძალების გაძლიერებას ნაციონალების გარეთ!!! ესააა სახელმწიფოს გადარჩენის მნიშვნელოვანი არსებული შანსი, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრ,რადიკალურ პოზიტიურ ქმედებებში თუ პროტესტში.ოპოზიციის პროგრესულ ნაწილს ესაჭიროება კრიტიკაც,მაგრამ თანადგომაც .ისინი ჩვენი სირაქლემის პოზიციის გამო იძულებულნი არიან იყვნენ კოალიციაში ძველ რეგრესულთანაც და ვერ ახერხებენ ამ ბინძური ელიტის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. დროა სამოქალაქო საზოგადოებაც გააქტიურდეს ,რათა შევებრძოლოთ “ნაციონალთა კონფორმიზმს” .მათ სწრაფვას გამოიყენონ ოპოზიციის მიმართ არსებული უნდობლობა საკუთარი მიზნებით ….იქადაგონ რა “ოპოზიციის ოპოზიციის ” ბრიყვული თეორიები თუ ათასგვარი სისულელე,რომელთა მიზანი ერთია,დარჩნენ ძალაუფლებაში.

არაფერი სხვა სახელმწიფო ინტერესები მათ სამწუხაროდ არ ადარდებთ,თუმცა პრეზიდენტის მხარდამჭერებში ბევრია გონიერი ადამიანი და მათი ზოგიერთი არგუმენტის კარგად მესმის.

მტერი კართანაა მომდგარი და დიდი მნიშვნელობა აქვს მალე მოვახდინოთ პოლიტიკური ელიტის რეორგანიზაციის ხელშეწყობა . აიძულოს ყველა ჯანსაღმა ძალამ ხელისუფლება შეცვალოს სისტემა.ხელი შეეწყოს სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის სწორ გზაზე დაბრუნებას….

ოპოზიციის პროტესტი არის ბუნებრივი მოვლენა და თუ ეს ტალღა მინელდა(არ ვგულისხმობ კარვების აღება,არამედ შეგუების ატმოსფეროს საფრთხეებზე ვაკეთებ აქცენტს ) მოხდება ქვეყნის განვითარებისათვის რეალური საფრთხეების შექმნა

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა